“ესეც გაივლის”

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დგას, COVID 19-მა ყველას სხეულში აღძრა შიში, შიში, რომელიც სიცოცხლით სავსე ადამიამიანს არ აძლევს საშუალებას სახლიდან გამოვიდეს, შიში, რომლის გამო მოსწავლეები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ და შიში, რომელიც არ იძლევა შესაძლებლობას გააკეთო ის, რაც გინდა.
არამგონია, ამაზე დიდი საშინელება კიდევ რამე იყოს…

…და მაშინ, როცა ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ ერთმანეთის მხარდაჭერა და გამხნევება, რას ვხედავთ, ისინი მიდიან მაღაზიებში, იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს იმისთვის, რომ რამდენიმე თვის მანძილზე სახლიდან არ გამოვიდნენ და შიმშილით არ დაიხოცონ. იმის ნაცვლად რომ უბრალოდ შეეცადონ ვითარების შემსუბუქებას…
მაგრამ დაფიქრებისას მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გამოვასწოროთ, ჩვენ, ვინც ვიცით, თუ როგორ სჭირდებათ ადამიანებს ამ რთულ მომენტში იმის თქმა, რომ “ესეც გაივლის” და მომავალს სიხარულით შევეგებოთ, რადგან ეს არაა ჩვენი დასასრული.
მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ კორონავირუსი არაა ის, რაც სამყაროს დაამარცხებს, რადგან სამყარო მასზე ბევრად ძლიერია. გავითვალისწინოთ რჩევები, გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და რა თქმა უნდა საზოგადოებას.
ნუ დავპანიკდებით, რადგანაც ეს ყველაფერი ჩვენს ირგვლივ მყოფებზეც მოქმედებს.
ქეთი თორდია,
კორცხელის საჯარო სკოლა,
“სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *