- “სარკმელი” ფოტოკონკურსზე გიწვევთ: “ჩემი გაზაფხული”, ასე ჰქვია კონკურსს.
-“ჩხკ”, – გადაიღეთ ერთი ფოტო თქვენს ეზოში და გამოგვიგზავნეთ. არააქვს მნიშვნელობა, ფოტოს, მობილურით გადაიღებთ, პროფესიული კამერით, თუ მოყვარულით. მთავარია, თქვენმა გადაღებულმა, იმ ერთმა ფოტომ, მთავარი ამბავი მოგვიტანოს, სათქმელი გვითხრას.
ფოტო სოციალურ ქსელში, ჩვენს გვერდზე განთავსდება თქვენი სახელისა და გვარის გარეშე, ჩვენგან მინიჭებული ნომრით. ვის ფოტოსაც მეტი “ლაიკი” ექნება, ის იქნება გამარჯვებული.
საკონკურსო ფოტოები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: zugdidelebi@yahoo.com მიუთითეთ: სარკმელის ფოტოკონკურსისთვის. ასევე მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, სკოლა/სასწავლებელი.
ფოტოკონკურსი 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებულთან ჩაიწერება ინტერვიუ ჩვენი საიტისთვის. მოეწყობა მისი სხვა ფოტონამუშევრების ონლაინგამოფენა.
ველოდებით თქვენი გემოვნებით შეჩერებულ წამებს.
- “სარკმელი”
მთავარი ფოტო სალომე ნარმანიასი,
“სარკმელი”
ძალიან მიყვარს გაზაფხული,ჩემში ბედნიერებას აღვიძებს, ყოველ წელს როცა გაზაფხულია, ვეძებ ყვავილებს და ვუღებ ფოტოებს, ხო და ასე ამგვარად ,ჩემს სოფელში აღმოვაჩინე კესანები და სხვა მრავალ ყვავილს გადაუღე ფოტო , კესანებს რაც შეეხება, ფოტოებში მქონდა ნახული მათ როცა მივაგენი და ხელში დავიჭირე უძალიანლესად ბედნიერი ვიყავი. “კესანე შენი კვნესა მე”
მინდა ეს გაზაფხული ბედნიერი ცხოვრების მომტანი იყოს
მინდაცამ გაზაფხულზე ყველა ბედნიერი ვიყოღ….
მინდა ყველამ გავიხაროთ.