“ახალი სახეების” მორიგი შეხვედრა “გულების ოთახში”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე–ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “გულების ოთახში”,  ჩატარდა ბავშვთა ორგანიზაცია “ოდაბადეს” პროექტის “ახალი სახეები” მორიგი შეხვედრა.შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: მე-10 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბელა კილასონია და მე-2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე ლევან ქობალია.

 

ბელამ თავისი ლექსები წაუკითხა “სარკმელელებს”, ლევანი კი თავისი ნოველებით წარსდგა უდიტორიის წინაშე.

“ახალი სახეების” დღევანდელ შეხვედრას უძღვებოდა “სარკმელელი” მარიამ კუტალია. დღეს, მათი დებიუტი, “გულების ოთახში,” წარმატებით შედგა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *