ბზობა საუფლო დღესასწაულია

ბზობა, ბაიაობა — ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაული. ამ დღესასწაულის დადგომას, ქრისტიანები დიდი მოწიწებით ხვდებიან. დილიდან მომლოცველები ეკლესიებში მიდიან, წირვის დასასწრებად. მაგრამ, 2020 წელს ეს ცოტა განსხვავებულად მოხდა.

Covid-19-მა უდიდესი ზიანი მოუტანა მთელ მსოფლიოს. ხალხი შეშინებულია, ერიდებიან სახლიდან გასვლას. თუ გავლენ, პირბადით და ხელთათმანებით.

დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულია, დილით სახლიდან ფეხით წავედი კორცხელის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში. მე დღეს ბედნიერი ვარ, რომ  ვიხილე ადამიანების რწმენა.  მათ სჯერათ ღვთის მადლის. რამდენიმე საათით ყველას დაავიწყდა მსოფლიოში მიმდინარე მწვავე ვითარება. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად, ვნახე ადამიანების მხიარული სახე და გაბრწყინებული თვალები. ისინი, ტაძარში მშვიდად, დისტანციის დაცვით, ღებულობდნენ მონაწილეობას სადღესასწაულო რიტუალში. ბედნიერი ვიყავი, რომ მეც მხვდა წილად მათ გვერდით ყოფნა.

ნანა თოლორაია,

კორცხელის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *