“გინცელი” გოგონას წარმატება ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე

ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სტუდია “რიბი-რაბო-“ს ანსამბლ “გინცი”-ს სოლისტმა თამარ ლილუაშვილმა, ამერიკაში, ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე, საესტრადო ვოკალში, კონკურსის უმაღლესი ჯილდო გრანპრი მოიპოვა.

ლას-ვეგასის მე-16 საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე საქართველოს, ინდოეთის, ამერიკის, ბულგარეთის, უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთისა და იუგოსლავიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

თამარ ლილუაშვილი, ივნისში, ლოს-ანჯელესში გამართულ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.

სტუდია “რიბი-რაბო-“ს ანსამბლ “გინცი”-ს სტუდიის ხელმძღვანელი ნინო მამფორიაა, ხოლო პედაგოგები: ნათია ზარანდია და ეკა კერესელიძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *