დავრჩეთ სახლში!

  • კორონავირუსი,  ჩემი აზრით, მაშინ არ იქნება ძლიერი თუ  ჩვენ, ადამიანები, დავიცავთ და დავემორჩილებით ყველა იმ წესს, რომელიც მის საწინააღმდეგოდაა და გავუფრთხილდებით საკუთარ თავებს, დავრჩებით შინ და არ ვივლით ხალხმრავალ ადგილებში.

საქართველო ისედაც პატარა ქვეყანაა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რომ ეს ვირუსი მთელს ქვეყანაში არ გაიფანტოს. კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი დღითი დღე იმატებს, თუმცა მჯერა, რომ ყველა ადამიანი გამოჯანმრთელდება და საქართველო ისევ ისეთი იქნება, როგორიც ადრე,-ხალხით გადაჭედილი ქუჩები და ბევრი საცობები.  სრულად მესმის იმ ადამიანების, რომლებიც იმარაგვებენ საკვებ პროდუქტს და ეშინიათ კართან მომდგარი საშიშროების.

ის დაინფიცირებული ადამიანები, რომლებიც ახლა ებრძვიან კორონასაშიშროებას, დარწმუნებული ვარ,  გამოჯანმრთელდებიან.

ხალხნო, ჩვენ ერთმანეთის თანადგომა და სიყვარული გადაგვარჩენს. მთავარია, არ ავყვეთ იმ პანიკას. ერთად ვებრძოლოთ კორონას!

ლიზი ქარჩავა,

რუხის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

0nline მედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *