„დიდრო“ სასახლის სცენაზე

ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დრამატულმა სტუდიამ “შთამომავლები“, ნონა ტოტოჩავას ხელმძღვანელობით წარმოადგინა სპექტაკლი „დიდრო“, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა და მიეძღვნა სასახლის დირექტორის, ნინელი ჭითანავას ნათელ ხსოვნას.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ დრამატული სტუდია „შთამომავლების“ მსახიობები: გიორგი ქადარია, დავით შედანია, მარიამ ხუფაცარია, კესო ფირცხელავა, მარიამ ფიფია, საბა შენგელაია, ლაზარე ლაშხია, შირიმი ბოხუა, ირაკლი გვასალია, გიორგი კიტია, ანანო წურწუმია, სანდრო ხუბუა, ლია ქარდავა, საბა ხუბუა.
სპექტაკლზე დასწრება თავისუფალი იყო და ჩატარდა რეგულაციების დაცვით.
ირაკლი გვასალია, „სარკმელი“
ინგირის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *