“ვიცავ იმ წესებს, რაც კორონას კლავს”

  • ნიკოლოზ აბულაშვილი 15 წლისაა, ცხოვრობს თურქეთში, გარკვეული მიზეზების გამო მოუწია თურქეთში გამგზავრება ემიგრანტად, უყვარს კერძების მომზადება, ფეხბურთი. უნდა მომავალში მზარეული გახდეს.  ჩვენი საუბრის თემა კორონავისრუსია.

– ნიკოლოზ, თურქეთში კოვიდ19-ის გავრცელების შემთხვევები იზრდება.

 – დიახ, უფრო გაიზარდა დაიმფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში. სამწუხაროდ, ყოველდღე მატულობს…

– რას აკეთებს სახელმწიფო პრევებციისთვის?

 -თავიდან, თითქოს მშვიდად იყვნენ და პრევენციისთვის არანაირ რეფორმაზე არ იყო საუბარი, მაგრამ როდესაც კორონა ვირუსი გავრცელდა თურქეთშიც, მთავრობამ ქვეყანაში, არანაირი რეფორმა გაატარა. დაწესდა შეზღუდვები. დაიხურა სახელმწიფო თუ კერძო სამსახურები,  სკოლები, სილამაზის სალონები, ჩაიხანა, ქემალ ფაშას ბაზრობა.

-შენ თუ იცავთ წესებს?

 – დიახ. ვიცავ იმ წესებს, რაც კორონას კლავს. მუდმივად ვიბან ხელებს, გარეთ მხოლოდ საკვების საყიდლად გავდივართ. რაც მთავარია, ვატარებთ პირბადეს და ჰიგიენური ხელთათმანებს.

– საინფორმაციო საშუალებები რას აკეთებენ კორონავისრუსის პრევენციისთვის?

– საინფორმაციოები გვაფრთხილებენ დავიცვათ პირადი ჰიგიენა, არ ჩავვარდეთ პანიკაში და გავუფრთხილდეთ თავს.

– რა ხდება მარკეტებში? საკვები პროდუქტის დეფიციტი ხომ არ არის?

 – ვფიქრობ, კი. ხალხი პანიკაშია, ყიდულობენ ყველაფერს რაც სჭირდებათ, მაგრამ ყიდულობენ ბევრს.

-შენც რამდენად მშვიდად ხარ?

მეც მეშინია. კორონა ვირუსი შეუმჩნევლად ეპარება ჩვენს ორგანიზმს და კლავს. მაგრამ ვცდილობ, მშვიდად ვიყო, დავიცვა ყველა წესი და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.

 ირაკლი გვასალია, ინგირის #2 საჯარო სკოლა.”სარკმელელი”

online მედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *