კორონა და თინეიჯერების ცხოვრება

  • კორონა ვირუსი მსოფლიოს უდიდესი გამოწვევაა. მიუხედავად იმისა, რომ covid-19-ის შემთხვევებში თინეიჯერების დაავადების ხვედრითი წილი მხოლოდ 1%-ია, ის მაინც გახდა მსოფლიოს თინეიჯერებისთვის პრობლემა.

კორონა ვირუსმა სახლებში გამოგვკეტა. კარები ჩაგვიკეტა და გვითხრა, გეშინოდეთ ჩემი დამავაადებელი ბრჭყალებისო. მართლაც ბევრი შეაშინა covid-19-მა. ჩემს განუყრელ მეგობრებად სანიტაიზერი, პირბადე და მსგავსი ნივთები იქცნენ. ყოველ მომატებულ შემთხვეევაზე შიში იმატებს და ჩვენც, თინეიჯერებიც, ამ საკითხზე მეტი შიშით ვსაუბრობთ. არის კატეგორია რომელსაც მაინც და მაინც არ აინტერებს ეს საკითხი და ფიქრობს ,რომ კორონა ვერაფერს დაუშავებს, სხვანი პანიკას ჰყვებიან, ზოგი არც პანიკაშია, თუმცა ამ საკითხზე სერიოზულად ფიქრობს. გვყავს „მიმერი“ თინეიჯერების კატეგორიაც, რომელიც კორონას კომიკურ ასპექტში უყურებს.

როგორ შეცვალა კორონამ თინეიჯერების ცხოვრება?

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სასწავლო პროცესი გადაიდო. ქართველ ახალგზარდებს ეს ძალიან გაუხარდათ, თუმცა მე ვიცნობ იმ ნაწილს, რომელსაც ეს ფაქტი არ ახარებს. სხვათაშორის, მეც ამ ნაწილს მივეკუთვნები. სასწავლო პროცესის გადადება, რა თქმა უნდა, საჭირო იყო და ამ საკითხში არავის ვამტყუნებ, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ზაფხულში ყველაფრის ანაზღაურება მოგვიწევს (უკვე ბევრი თინეიჯერის სოც.ქსელში გამოჩნდა მსგავსი პოსტი, #spendyoursummerinschool). ხოლო თუკი ანაზღაურება არ მოგვიწევს (რაშიც ეჭვი მეპარება) ბევრი რამის ერთად სწავლა, რამდენიმე შემაჯამებელი სამუშაოს ერთად დაწერა და სხვა მსგავსი პრობლემები გვექნება. ეს ყველა თინეიჯერს აწუხებს და უკვე დიდი ხანია რაც ეს ფაქტი განსჯის საკითხად იქცა ჩვენთვის.

Online სასწავლო პლატფორმები, როგორებიცაა Edmodo, Google Classroom და სხვანი, მხარს უჭერენ online გაკვეთილებს, ეს რა თქმა უნდა, სკოლას ბოლომდე ვერ ჩაანაცვლებს მაგრამ დამხმარე ნამდვილად იქნება. რამდენჯერმე დამიწერია კიდეც შემაჯამებელი სამუშაოები ინტერნეტის საშუალებითაც და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი საშუალება იქნებოდა, მით უმეტეს რომ, საზღვარგერეთ ეს ტექნიკა უკვე დაინერგა. თინეიჯერები ვფიქრობთ, რომ მსგავსი პრობლემები აუცილებლად მოსაგვარებელია ახლა თუ არა მომავალში მაინც. ვიმედოვნებ, რომ მთელი მსოფლიო მოერევა კორონა ვირუსს. ვფიქრობ, მთავარია არ ჩავვარდეთ პანიკაში, მივყვეთ რეკომენდაციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიწესებს.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

სალომე ნარმანია,

მე-2 საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

ციკლიდან: #ONLINმედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *