ლორენა ბარქაია: გერმანიაში პანიკა არ იგრძნობა

  • ლორენა ბარქაია 22 წლისაა, დაიბადა ქალაქ ზუგდიდში, ამჟამად იმყოფება გერმანიაში, ქვეყანაში სადაც ჩამოყალიბდა. მედიკოსია,  მუშაობს ქირურგიაში,  თუმცა ეს ის პროფესია არ არის რაზეც საბოლოოდ შეაჩერებს არჩევანს… გეგმები და ოცნებები დიდი აქვს, დარწმუნებულია, რომ ამ ყველაფრის რეალიზაციას მოახდენს. ორი წელიწადში აფრიკაში მიემგზავრება პრაქტიკებზე “ექიმი საზღვრებს გარეშე”. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, გერმანიაში ამჟამად, რთული ვითარებაა. ლორენა ამბობს, რომ მაშინ მიიღეს კორონას საწინააღმდეგო ზომები, როცა უკვე 6000 ადამიანი დაინფიცირდება.

“-გერმანიამ დიდი შეცდომა დაუშვაო,-ამბობს. დღევანდელი მდგომარეობით 58,247 ადამიანია დაინფიცირებული, გამოჯამრთელებული 8,481, ხოლო  479 გარდაცვლილი. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ყოველ წამს ხდება. თეთრხალათიანები ვერ ასწრებენ მუშაობას, პაციენტებს, როგორც კი სიმპტომები დაეწყება, მაშინვე ცხელ ხაზზე რეკავენ, მაგრამ კლინიკები და მედიკოსები იმდენად გადატვირთულნი არიან, რომ დიდი ალბათობით ვერ ახერხებენ, იმავე დღეს პაციენტთან მისვლას. გერმანიის მთავრობა, მაქსიმალურად ცდილობს თავისი ქვეყნის და ხალხის დაცვას. სასტუმროები, საავადმყოფოებად გადააკეთეს, გერმანელები სრულიად უსასყიდლოდ აკეთებენ ამ ყველაფერს, მათ ჩამოჰყავთ, საუკეთესო ექიმები სხვადასხვა ქვეყნიდან, მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, გერმანიაში პანიკა არ იგრძნობა, პირიქით გერმანელები ხუმრობენ კიდევაც ამ თემაზე.”

  • ლორენას ოჯახი საქართველოში იმყოფება და ბუნებრივია,  ძალიან ნერვიულობენ. დედამ სთხოვა, რომ  როგორც კი ფრენები აღდგება, მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში. მაგრამ ლორენა ამას არ აპირებს, რადგან მას ძალიან უყვარს საქართველო და არ უნდა მისი დაბრუნებით, რომელიმე ქართველს საფრთხე შეუქმნას.

ნანა თოლორაია,

კორცხელის საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

ციკლიდან: online მედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *