მეგობრები მენატრება

მოდით, იქიდან დავიწყოთ, როდესაც ცხოვრების ჩვეულ რიტმს მივუყვებოდი,  ყოველი ჩემი დილა 8 საათზე გაღვიძებით იწყებოდა, შემდეგ გაკვეთილების გადამეორებით და სკოლაში წასვლით… სკოლაში მისვლა სულ მიხაროდა და რადგან ვიცოდი, ჩემი კლასელები და მეგობრები დამხვდებოდნენ, ერთმანეთს მოვეხვეოდით და ასე მივესალმებოდით ერთმანეთს.

შესვენებისას, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი ვიკრიბებოდით და ახალ-ახალ თემებზე, სტატიებსა და სკოლაში დატრიალებულ მოვლენებზე ვსაუბრობდით. აი, მაგალითად, იმაზე, თუ დღეს სკოლაში რომელმა პედაგოგმა ჩაატარა ღია გაკვეთილი, ან რომელმა მოსწავლემ მიიღო რომელიღაცა პროექტში მონაწილეობა და ა.შ.

ვიტყვი იმასაც, რომ ამ კორონაარდადეგების დროს, ხელთნაკეთი ნივთების შექმნა დავიწყე, როგორიცაა: სამაჯურები და ყულაბები. ყულაბების გაკეთება ძალიან მიყვარს, მას ქილებისგან ვაკეთებ, ძალიან ლამაზი გამოდის, სამაჯურების გაკეთება კი ონლაინ კურსებით ვისწავლე და იუთუბარხებით. ასევე ვესწრები ონლაინ გაკვეთილებს და ონლაინ შეხვედრებს… ამ იძულებით არდადეგების დროს, სკოლის გაზეთთან ერთად, online ჟურნალი „აზრთა სივრცე“-ც დავაარსე სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით. ხშირად გვაქვს ონლაინ შეხვედრები და მიხარია, რომ  სტატიებზე და პროექტებზე ვმუშაობთ მთელი ჯგუფი.

მეგობრებიც ძალიან მენატრება. რა თქმა უნდა, მათთან ვიდეო ზარით მაქვს კონტაქტი, მაგრამ მე მათი ჩახუტება და ლაივში ნახვა მსურს. იმედია, ეს თვითიზოლაცია და კარანტინი მალე დამთავრდება, თორემ უკვე ძალიან მოვიწყინე სახლში, არ შემიძლია ერთ ადგილას ჯდომა. “სულსწრაფს” და “მოუსვენარს” მეძახიან ჩემი ხასიათიდან და ქცევებიდან გამომდინარე, რადგან ყველაფრის სწრაფად და უმტკივნეულოდ მოგვარება მიყვარს. აი, ამ კორონამ კი, ყველაფერი ჩაანაცვლა და ეს მარტო მე კი არა, საქართველოს ბევრ მოქალაქეს არ მოსწონს.

მეგობრებო,  ყველას ჯანმრთელობას და კორონას დამარცხებას გისურვებთ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში და დავიცვათ ყველა საკარანტინო წესები.

ირაკლი გვასალია,

ინგირის #2 საჯ. სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *