“მემენტო მორი”

თავი I

2020 წელი ახალი შემოსულიღა იყო… მსოფლიოს ახალი გამოწვევა გამოუჩნდა…

გარემოში კეთილი ატომები, რომელთაც სხვა შანსი აღარ ჰქონდათ, დაუზავდნენ ვირუსულ ბაქტერიებს. დაზავებაში კი, აზრი ის იყო, რომ გარემოსა და ჰაერს ისინი არ ავნებდნენ, არამედ შევიდოდნენ ადამიანებში და მათში იცხოვრებდნენ…

პირველად კორონამ აზიაში, კერძოდ, ჩინეთში დაიწყო საძირკველის შენება, რადგან ფიქრობდა, იქ მეტი ხალხი იყო და უკეთ მოახერხებდა გაზრდა-განვითარებას…

გავიდა ხანი…

კორონამ  3000-მდე ადამიანი შეიწირა, მაგრამ მაინც აგრძელებდა მისი ვერაგული გეგმის განხორციელებას… მან უკვე ყველგან გაამწესა მისი ჯარი (ბაქტერიები) და მიადგა ევროპასაც…

ევრაზია დიდმა საფრთხემ მოიცვა. ხალხი პანიკაში იმყოფებოდა.

მალე დაიკეტა სკოლები, დაიკეტა ბანკები, მარკეტები, ბაზარი და სხვა რამ, რაც ადამიანს ცხოვრებაში ყოველმხრივ წინსვლა-განვითარებაში ეხმარებოდა.

ყველა სახლში იყო გამოკეტილი…

თინეიჯერები ვეღარ დადიოდნენ სკოლებში და სწავლასაც ვეღარ ახერხებდნენ… ძალიან იჩაგრებოდნენ, თუმცა ზოგიერთი სახლში ცდილობდა რაღაც ჩამორჩენის აღმოფხვრას..

ასე გადიოდა დრო…

რამდენიმე თვის შემდეგ, ვირუსმა მსოფლიო ფატალურ შედეგებამდე მიიყვანა… ვირუსი მთელს მსოფლიოს მოედო და ბევრზე ბევრი ადამიანიც შეიწირა… ერთადერთი ადგილი, სადაც ვირუსი ვერ აღწევდა, იყო “წუთისოფლის ჯოჯოხეთი”- საჰარა. რატომ მაინცდამაინც ის? იმიტომ, რომ კორონა 40-50 გრადუსში კვდება.

მაგრამ ჯოჯოხეთური სიცხე ვისღა ახსოვდა, საჰარა ახლა ანთრაკივით იყო ყველასათვის.

ოჯახები მიემგზავრებოდნენ და მიემგზავრებოდნენ საჰარისაკენ… ზოგი გზაზე იხოცებოდა, ზოგს ვირუსი სჭირდა და კლავდნენ…  საჰარამდე ძალიან ცოტამ მიაღწია და იქ გააგრძელა ცხოვრება მანამ, სანამ კორონას საწინააღმდეგო პრეპარატი არ შექმნეს…

იქამდე კი, სანამ ადამიანებს კორონას სახელი ახსენდებოდა, მხოლოდ ერთი ფრაზა მოსდიოდათ თავში, რომლითაც მიმართავდნენ დაავადებულს ტელეფონითა თუ სულიერი კავშირით. ნუ, ყოველ შემთხვევაში, წარმოსთქვამდნენ:

-“მემენტო მორი”.

  თავი II

უკვე გაზაფხულის მეორე თვის დასაწყისი იყო… ბოროტი ბაქტერია ნელ-ნელა მარცხდებოდა… მსოფლიოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ყველა, ვინც საჰარას აფარებდა თავს, თავის საცხოვრებელს დაბრუნებოდა.

ასეც მოხდა, ყველა სახლში დაბრუნდა და წესისამებრ კარანტინში გადავიდა…

ბუნება გახარებული იყო,-არავინ მაზიანებს, ადამიანები გარეთ საერთოდ არ დადიანო და ,,კორონას“ უმადლოდა… ხალხი კი გაგიჟებას იყო, არ იცოდნენ რა ექნათ, საჭმლისათვის ფული აღარავის ჰქონდა, არ მუშაობდნენ…

„კორონაც“ ძალიან დაიღალა ამდენი ბრძოლით… მან ჰაერის ატომებთან ახალი ზავის დადება მოითხოვა,-უდოდა,  ცოტა ხნით მისი ჰაერში განთავსების ნება მიეცათ, რადგან  უკვე ვერ უმკლავდებოდა მოწინააღმდეგეებს, ჰაერში კი, მას არავინ ხელს არ ახლებდა… ატომები მას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდნენ და… დაიწყო „კორონას“ ახალი ომი.  უკვე განწირულმა ჰაერის ატომებმა იცოდნენ,  მარცხდებოდნენ… ფიქრობდნენ: ,,ვინაიდან, მოკვდინება ბუნების მიერ არსებობისათვის დაწესებული უდიდესი კანონია, არაფერია მოკვდინებაზე უფრო ლამაზი და ღირსეული.“

დაიწყო ომი, როგორც ნავარაუდევი იყო, გაიმარჯვეს „კორონას“ ბასრმა ბაქტერიებმა და  დაიკავეს რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ადგილი, სადაც ხალხი აღარ იყო…

ადამიანები კი, გახარებულნი იყვნენ, რომ კორონა გაქრა და დაუბრუნდნენ ცხოვრების ძველ რუტინას…

არ გასულა 6 თვე და… ხალხი ისევ კვდებოდა… ნეტავ, რატომ?

თურმე ვერაგი დაბრუნებულა, გაძლიერებული და მონსტრად ქცეული. პირველ რიგში, ისინი გაანადგურა, ვინც მას გადაურჩა და  ადრე განიკურნა ,- მოძმე ბაქტერიებს შეერთებოდნენ და გადაწყვიტეს, მოეკლათ ადამიანები…

ხალხი ისევ გაგიჟდა და აფორიაქდა… სად წასულიყვნენ არ იცოდნენ. თითქოს მათ ცხოვრებას ზემოდან არგანი გადაარტყა ვინმემ… და აჰაა, მშიერმა ,,წუთისოფლის ჯოჯოხეთმა“ -საჰარამ, ისევ გაიხარა, რადგან სტუმრები ისევ დაუბრუნდნენ…

…და კვლავ კვდებოდა და კვდებოდა ხალხი!

ეჰ… „ისეც ხდება- ზოგჯერ ირმის ფეხის ხმა ესმით, თავს კი მალვით მომავალი ჯიქი ესხმით.“

ხალხი კი, ერთმანეთს ეკითხება-„რა ქვია იმ ადგილს, სადაც სამუდამოდ მიემგზავრები?“ პასუხი ერთია: სიკვდილი.

…და რა ითქმის მაშინ, როდესაც გესმით სიტყვა „კორონა“ ?!

-“მემენტო მორი”.

  თავი  III

ზაფხულის პირველი თვის შუა რიცხვები დამდგარიყო… ბუგრი, რომელიც წამოეზარდა დედამიწას „კორონას“ სახით,  უკვე ბოლომდე მოიშორა. საწყალ ხალხს, რომელიც ბუნაგს ორჯერ მოწყდა, მეორეჯერ მოუწია შინ დაბრუნება. მათი ვირუსისადმი შიში უკვე ქსენოფობიაში გადაიზარდა!

მსოფლიომ დიგრესია განიცადა, მიუხედავად მოსახლეობის დიდი შემცირებისა, მზე გახარებული იჭყიტებოდა ციდან,- ღრუბლებს სწევდა, იქით, აქეთ და წვიმის დროსაც მოჩანდა, ისეთი გახარებული იყო!

ადამიანები შინ დაბრუნებისას და საკუთარ სახლში შესვლისას, ხედავდნენ, რომ მტვრის ნაწილაკები მზის შუქზე შეშლილებივით ტრიალებდნენ. ისინი სიხარულით ეწაფებოდნენ ნივთებს, თვით ნივთები კი, გახარებულნი იყვნენ, რადგან მარტო არ იყვნენ და მათთან მტვერი მაინც მეგობრობდა, მაგრამ პატრონის დაბრუნება სულ სხვა სიხარული იყო..!

იქამდე ალბათ რომ შეგეხედათ ნებისმიერის ოთახისათვის, მიხვდებოდით თუ რა მოხდა იქ და რა გადახდა მათ თავს. „ძალზე ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის შესახებ, თუნდაც მხოლოდ იმ ოთახში შეხედვით, სადაც ის ცხოვრობს“.

ხალხისათვის ეს იყო ერთგვარი გამოცდა… და მას გადალახავდა მხოლოდ და მხოლოდ ის, ვინც ამის ღირსი იყო…

ამის გაკეთება ყველამ ერთად შეძლო, ეს ხომ ძალის ერთობლიობაა… მხოლოდ ერთი ძაფისაგან სახეირო ბევრი არაფერია, მაგრამ ერთმანეთზე გადაგრეხილი ორი ძაფი გაცილებით მაგარია. თუკი ამ ადგილას კიდევ რამდენიმეს გაატარებთ, ისეთ რამეს მიიღებთ რაც ყველაფერს გაუძლებს. სწორედ ასე ამზადებენ ბადეს. ყველას ერთ გარემოცვაში გვიწევს ბრძოლა. როდესაც ერთ კარში ვერ შევდივართ, მეორეში უნდა შევიდეთ. მერე რა, რომ მათ სხვადასხვა ოთახებში მივყავართ, ასე სახლში მოხვედრის შესაძლებლობა მაინც გვაქვს..! ამიტომ უნდა გავერთიანდეთ ყველა ერთად და უნდა წარმოვთქვათ-„ძალა ერთობაშია!!!“

მოგვიანებით კი, ისინი უყვებიან შვილიშვილებს, შვილთაშვილებს, თუ რა მოუვიდა მსოფლიოს, თუ რამ შეაჩერა ის გარკვეული დროით… პატარა  იკითხავს:

-რა ერქვა ამ ვირუსს?

განა სახელი რამეს ნიშნავს ამ ბავშვისათვის?

-„კორონა“,-ამბობს უფროსი აკანკალებული ხმით და თან ჩუმად, შემზარავად  ამატებს:

,,მემენტო მორი“

 

გიორგი სანიკიძე,

“სარკმელი”

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *