“მე ვხედავ მზეს”-იცხოვრეთ ნოდარ დუმბაძის გმირებთან ერთად

  • მოგესალმებით,  ძალიან მიყვარს წიგნების კითხვა, მათ დიდ დროს ვუთმობ. წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია, მეგობარი რომელიც გიყვება ამბებს ისე, თითქოს  შენც ამ ამბის მონაწილე ხარ.
ჩემი საყვარელი წიგნია ნ.დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”.
 ზაფხულის არდადეგების წინ, როგორც ყოველთვის, განმუხურში წასვლამდე, ბიბლუსში შესვლა გადავწყვიტე და შესვლისთანავე თვალში მომხვდა ნოდარ დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”. აი, მასინ ვიყიდე ეს წიგნი. ნაწარმოების მოქმედება ვითარდება დიდი სამამულო ომის დროს, გურიის ერთ-ერთ სოფელში. ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება. რომანი ნაწილობრივ სევდიანი, იუმორისტული, სასიყვარულო, ცოტათი ტრაგიკულიცაა, მაგრამ არის იმედის მომცემი. ამ წიგნის კითხვისას, თვალები ამიცრემლიანდა კიდეც, დავსევდიანდი კიდეც, დიდი ემოციით ვკითხულობდი. ძალიან შემიყვარდა ბეჟანა, მისი სიკვდილი ძალიან განვიცადე. კიდევ უნდა აღვნიშნო “სოსოიას რუსი” რომელიც სოფელში კარდაკარ დადის და ეხმარება ოჯახებს, რომლებსაც შვილი სამამულო ომში ჰყავთ. მან ხალხს ცხოვრების ხალისი დაუბრუნა და კედელზე ჩამოკიდებული სურათები ჩამოახსნევინა, ხალხმა წინასწარ გლოვა შეწყვიდა და ცხოვრების ხალისი დაიბრუნა. რომანის მთავარი გმირია ბრმა ხატია, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს, მხოლოდ მზეს და მის შეყვარებულს, სოსოიას, ხედავს.
გირჩევთ წაიკითხოთ ნ. დუმბაძის “მე ვხედავ მზეს” და ემოციები თვითონ შეიგრძნოთ.
ნანა თოლორაია,
კორცხელის საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე, “სარკმელელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *