“ნორჩი მკვლევარი”, მესტია და “სარკმელელები”

  •   “ნორჩი მკვლევარი” სარკმელელების” უსაყვარლესი კონფერენციაა. ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და მოსწავლე – ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ერთობლივი პროექტია. 
ჩვენ, “სარკმელელები”, ამ კონფერენციაზე 15 თემით წარვსდექით.
რაზე ვწერდით? ქართულ სუფრაზე, მის ტრადიციებზე, თამადაზე, მერიქიფეზე, სადღეგრძელოებზე, განსხვავებულ სასმისებზე, განსაკუთრებულ კერძებზე. მათ შორის სვანურ კერძებზეც და თქვენ წარმოიდგინეთ, მასპინძლების შექებაც დავიმსახურეთ.
კონფერენცია მესტიის N 1 საჯარო სკოლის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
არ ვიცი, თქვენ ყოფილხართ თუ არა შემოდგომაზე მესტიაში. ეს იყო ენით აღუწერელი ფერები, შეთოვლილი მთები, შემოდგომა მთელი თავისი ბარაქით, სითბოთი, სიყვარულით.
პროექტში ,,ნორჩი მკვლევარი 2019 – ,,ფოლკლორი, მეღვინეობა-მევენახეობა და სუფრის ტრადიციები საქართველოში”-მონაწილეობდნენ ჩვენი სვანი თანატოლებიც, ზუგდიდის და ჩხოროწყუს საჯარო სკოლების მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ერთად.

კონფერენციის გამარჯვებულებს სერტიფიკატები და წიგნები გადმოგვეცა.

“ნორჩი მკვლევარი2019”-ის მონაწილეები
კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების დაინტერესება საკუთარი ქვეყნის ხალხური შემოქმედებით. ქართული ფოლკლორის, ვაზის კულტურისა და ქართული სუფრის ტრადიციების, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა. რეგიონული ტრადიციული მრავალფეროვნების, როგორც ქართული ყოფის სიმდიდრის გააზრება. ქართულ ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებში ასახული ერის სულიერი მისწრაფებების გაცნობიერება და მოსწავლე-ახალგაზრდების ამ უნიკალური ფასეულობებით გამსჭვალვა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *