პირველი ონლაინშეხვედრა

ყველასთვის ცნობილი კორონა ვირუსის გამო, სკოლებში დროებით შეწყდა სასწავლო პროცესი. სკოლების უმეტესობამ, მათ შორის ჩემმა სკოლამ, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა, გადაწყიტა ონლაინ გაკვეთილების ჩატარება.

პირველი ონლაინ გაკვეთილი ჩაგვიტარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნანა დარასელიამ. კამერის ჩართვა ყველასთვის ემოციური აღმოჩნდა, ვიდეოზარი ერთმანეთის მოკითხვითა და მოსიყვარულებით დავიწყეთ, შემდეგ კი საუბარი კორონავირუსზე ჩამოვარდა. მასწავლებელმა გაგვაფრთხილა, რომ საკუთარ თავს მივხედოთ, დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რომელსაც მედიკოსები გვირჩევენ. შემდეგ კი ვისაუბრეთ მსოფლიოში არსებული სიტუაციზე.
მარიამ მალანია, აფხაზეთის N1 საჯარო სკოლა, “სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *