რა საერთო აქვთ საბა ახალაიას და მუჰამედ ალის?

  • საბა ახალაია 18 წლისაა და უკვე საკმაოდ წარმატებული თავის საქეში,- ის საქართველოს სამგზის ჩემპიონია კრივში  და იმავდროულად, არაერთი თასისა და მედლის მფლობელი გახლავთ.

– კრივი ბავშვიბიდან იყო შენი გატაცება?

-არა, ბავშვობაში მინდოდა ცნობილი ფეხბურთელი გამვხდარვიყავი. მაგრამ მუჰამედ ალის ვიდეოებს რომ ვადევნებდი თვალს და ვისმენდი იმას, თუ როგორ უყვარდა ხალხს, მინდოდა მეც ასეთი გავმხდარვიყავი და ჩემზეც ასეთი ემოციებით ესაუბრათ.

– როგორ ფიქრობ გაქვთ თუ არა რამე საერთო თვისება შენ და მუჰამედ ალის?

-კი, ორივენი ბოლომდე ვიბრძვით გამარჯვებისთვის.

– და რამდენი ხანია ამ სფეროში მოღვაწეობ?

– 4 წელია.

– რა არის მთავარი ამ სფეროში წარმატების მისაღწევად?

– თავდადება, მონდომება, შრომა და ბრძოლისუნარიანობა.

– რამდენ ქვეყანაში იყავი?

– ოთხ ქვეყანაში ვიასპარეზე და მხოლოდ რუსეთში დავმარცხდი, რაზეც გული მწყდება.

– გქონდა კი გამარჯვების შანსი?

– კი, შანსი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ემოციებს ავყევი… თუმცა  ეს კარგი გაკვეთილი იყო. ამ დამარცხებამ მასწავლა, როგორ ვაკონტროლო ემოციები სწორად და მაჩვენა ისიც, თუ რაოდენ ტკბილია დამარცხების შემდეგ გამარჯვება.

– შეგხვედრია თუ არა დაბრკოლებები წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?

-კი. ერთ-ერთ ბრძოლაში, ხელი მოვიტეხე, შემდეგ მომიწია მოტეხილი ხელით გამეგრძელებინა ბრძოლა გამარჯვებისთვის.

– და ამ მოტეხილი ხელით საბოლოდ მოიგე ბრძოლა…

-კი, მოვიგე…

– რა როლი უჭირავს ოჯახს შენს საქმიანობაში?

– ძალიან დიდი! ჩემი ოჯახი ჩემი გამარჯვების სტიმულია, ისინი ძალას მმატებენ, რაც აუცილებელია ჩემი წარმატებებისათვის.

– საბა, მადლობა, არ დავიზარებ შენს წარმატებებზე ვწერო.

– მადლობა, ნანა, შენც წარმატებებს გისურვებ შენს მომავალ პროფესიაში.

ნანა თოლორაია,

„სარკმელი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *