“რეპორტიორი სკოლაში” “სარკმელს” ესტუმრა

  •  ზუგდიდის მუნაციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლეში ,,სარკმელის” Newsroom-ს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტიდან ,,რეპორტიორი სკოლაში” ვესტუმრეთ.

ელენე ქირია, ანი ბულია, ქეთი პაპაშვილი, ანანო ბენდელიანი და მე სალომე ნარმანია ნორჩ ჟურნალისტთა საქმიანობას გავეცანით და კმაყოფილიც დავრჩით.

გიდობა გაგვიწია ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის ხელმძღვანელმა ნანი მოსიძემ, რომელიც იმავდროულად, პროექტის “რეპორტიორი სკოლაში” ერთ-ერთი ხელმძღვანელია.

გავეცანით “სარკმელის” ისტორიას, მუშაობის წესებს. გავიგეთ, რომ ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი, ნოემბრის ბოლოს მედიაფესტივალისთვის ემზადება. ჩვენ უკვე მიწვეული ვართ ფესტივალზე.

შევხვდით სასახლის დირექტორს, ქალბატონ ნინელი ჭითანავას.

სტუმრობის დასასრულს, დაგვასაჩუქრეს ჟურნალ ,,სარკმელის”  ბოლო ნომრებით და საყმაწვილო მედიაფესტივლის ,,სარკმელი 2017″-ის მედალიონებით.

სალომე ნარმანია,

პროექტი “რეპორტიორები სკოლაში”,

ზუგდიდიდს მეორე საჯარო სკოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *