„ჩვენი გაზაფხულის“ გამარჯვებული

  • ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრებმა, ონლაინმედიასახელოსნოს ფოტოკონკურსის „ჩემი გაზაფხული“ გამარჯვებული, ურთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცირა ახალაია ონლაინ, ზუმინტერვიუზე მიიწვიეს.

დისტანციური ინტერვიუ „სარკმელელებმა“, ცირა ახალაიასთან, მისი ვიზუალის ნახვის გარეშე ჩაწერეს. ცირამ ვერ მოახერხა სატელეფონო ზუმჩართვისას ვიდეოუზრუნველყოფა და შეკითხვებს აუდიორეჟიმში უპასუხა. ცირა, როგორც გვითხრა, საკუთარ ეზოში მოძრაობდა და ეძებდა ადგილს, საიდანაც შეიძლებოდა ზუმის ვიდეო ჩართვა, მაგრამ… მაგრამ დისტანციურ ინტერვიუს სიმბოლურად ცირას ეზოს ჩიტების მხიარული ჭიკჭიკი ახლდა და განწყობა გამარჯვებულის, რომ ძალიან მალე, „სარკმელელებს“ სასახლის ახალაგზარდა ჟურნალისტთა კლუბის „გულების ოთახში“ შეხვდებოდა.

ახალგაზრდა ჟურნალისტები უახლოეს ხანებში მოამზადებენ და შემოგვთავაზებენ  ინტერვიუს ფოტოკონკურსის გამარჯვებულთან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *