„სარკმელი“ „ბორბლებზე შედგა“… გველოდეთ თქვენთან…

  • 24 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის “სარკმელი” წევრები,  ზუგდიდის #4 საჯარო სკოლას ვესტუმრეთ და სკოლის თვითმმართველობის ფარგლებში შექმნილი ჟურნალისტთა კლუბის ახალბედა წევრებს შევხვდით.

ერთი საათის განმავლობაში,  სტუმარ-მასპინძლები, ვსაუბრობდით ჟურნალისტიკის შესახებ, 5W1H ფორმულაზე,  ჩავწერეთ ინტერვიუები, რომელიც შემდეგ, ერთად ატვირთეთ ჩვენ მიერ, კლუბისთვის,  სახელდახელოდ, შექმნილ ბლოგზე. ვორკშოფი მიმდინარეობდა ლაივის რეჟიმში.

,,დღევანდელ დღესთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები მქონდა, რომელიც დღის ბოლოს გამართლდა.  ველოდებოდი, რომ თქვენ, ჟურნალისტიკაზე გვესაუბრებოდით საინტერესოდ, გასაგებად და გაგვიზიარებდით თქვენს გამოცდილებას, თუ როგორ გახდით წარმატებულები… ვფიქრობ, ცვენც გამოვიყენებტ თქვენს გამოცდილებას…“ -გვითხრა მეოთხე საჯარო სკოლის ჟურნალისტთა კლუბის წევრმა მარიამ გულორდავამ, რომელიც ჩვენს ვორკშოფზე საკმაოდ გაბედული რესპონდენტი გახლდათ.

“სარკმელი” მზადაა,  მსგავსი ტრენინგები, პროექტის „სარკმელი“ სკოლაში“ ფარგლებში,  ჩაატაროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ სკოლაში იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც აინტერესებთ ჟურნალისტიკა და სურთ მეტი გაიგონ ამ სფეროს შესახებ.

ერთი სიტყვით, „სარკმელი“ „ბორბლებზე შედგა“…  გველოდეთ თქვენთან…

სალომე ნარმანია,

მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრი, მეორე საჯარო სკოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *