“ტელესკოლა”, ანუ მივხედოთ ჩვენს განათლებას

  • დღეს, 30 მარტს, ტელეარხის “პირველი განათლება” მეშვეობით, ჩატარდა პირველი ტელეგაკვეთილი. ამ პროექტმა, ცხადია, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მსურს ჩემი მოკრძალებული აზრიც მოგაწოდოთ პროექტის “ტელესკოლა” შესახებ.

მაშინ, როდესაც მსოფლიოზე კორონა ვირუსი ბატონობს, ცხადია, განათლება არ უნდა დაგვავიწყდეს. ამიტომაც ყველა ქვეყანა ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს. მე, პირადად, მიტარდება onlineგაკვეთილები და საკმაოდ კმაყოფილი ვარ ამ პროგრამით, თუმცა არის ბევრი ბავშვი, რომელსაც ამ ყველაფერზე ხელი არ მიუწვდება, სწორედ ამიტომ არის შექმნილი “ტელესკოლა.” ესაა ადგილი, სადაც ბავშვები შეsძლებენ ძალიან მარტივად ისწავლონ ესა თუ ის საგანი. მართალია, ტელეგაკვეთილებს არ შეუძლია ბოლომდე ჩაანაცვლოს სკოლა, მაგრამ ამ პერიოდში, ეს ნამდვილად კარგი საშუალებაა.
დღეს გადავწყვიტე, მეც მენახა გაკვეთილები. არ დაგიმალავთ, საგნებზე მეტად მაინტერესებდა როგორი იქნებოდა ტელეგაკვეთილი. ამიტომ არა მარტო ჩემთვის, ანუ მეცხრე კლასისთვის, არამედ მეხუთე და მეშვიდე კლასისთვის განკუთვნილ გაკვეთილებსაც ვუყურე.
გაკვეთილები ძალიან საინტერესოა და სახალისო. ჩემთვის სრულიად მისაღებია ეს ფორმატი. ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილები, ძირითადა,დ დემონსტრაციულია, რისი საშუალებაც სკოლაში ყოველთვის არ გვაქვს. ძალიან გამიხარდა რომ ელექტროდაფაც იყო გამოყენებული. ტექნიკური საგნების ასახსნელად გამოყენებულია ტექნიკა, რაც აღქმას აადვილებს. კვალიფიციური მასწავლებლების საუბარი კი დიდ გავლენას ახდენს ჩემზე.
გულიც კი დამწყდა, რომ სკოლაში არ გვაქვს ასეთი შესაძლებლობები.
რაც შეეხება სამწუთიან ვარჯიშს, ძალიან გამამხიარულა. პრესის ვარჯიშები ასეთი სახალისო ჯერ არ ყოფილა…
გაკვეთილს რა თქმა უნდა უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა.
ცხადია, ყველა ბავშვი ასეთ ახსნას ვერ იგებს, რადგან ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. რაც შეეხება ტექნიკურ საკითხებს, ხარვეზებით მიმდინარეობდა ჩვენება.
ვფიქრობ ეს ხარვეზები მალე გამოსწორდება.
მანამდე კი, ვეცადოთ,  ჩვენც მივხედოთ ჩვენს განათლებას, ვიკითხოთ, ვწეროთ, მოვიძიოთ და გავიგოთ ბევრი ახალი ინფორმაცია.

ჯანმრთელობას და მშვიდობას გისურვებთ.

სალომე ნარმანია,

ზუგდიდის მეორე საჯარი სკოლა, „სარკმელელი“

ციკლიდან: online მედიასახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *