“სარკმელი2019-შეკვეთილი” დაჯილდოებაზე

გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

• ,,ყველაზე კრეატიული ნაშრომი”-ეტი მესხია (X ს/სკოლა), გიორგი სანიკიძე (აფხაზეთის I ს/სკოლა).
• ,,საუკეთესო ჩანახატი”-მარიამ კუტალია (X ს/სკოლა), ლიზი პაჭკორია (აფხაზეთის I ს/სკოლა), ნინო ლომჯარია (ოზურგეთის მე-5ს/ სკოლა).
• ,,საუკეთესო წარმოსახვითი ინტერვიუ”-კესო ქადარია (X ს/სკოლა).
• ,,საუკეთესო რეპორტაჟი”-ნინო წიფურია (X ს/სკოლა), ნინო კაკულია (აფხაზეთის I ს/სკოლა).
• ,,საუკეთესო ლექსი”-ბელა კილასონია (მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი).
• ,,PEN – მარათონის მთავარი პრიზი” – ლუკა ბასიშვილი (მოსწავლე ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი), PEN-მარათონის ყველაზე პატარა მონაწილე.
• ,,კეთილი სურვილები”– ანასტასია ჭიჭილეიშვილი (ფოთის “თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზია”).
• ,,შემოქმედი მშობელი” – ირმა გეგეჭკორი.
• ,,საქართველოს უნივერსიტეტის რჩეული”-ლიკა ჭანტურია ( შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი).

ფენმარათონში მონაწილეობდნენ ზუგდიდის, ოზურგეთისა და ფოთის მუნიციპალიტეტების ს/სკოლების შემოქმედი მოსწავლეები, შ.მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი და შემოქმედი მშობელი.

მარათონის თემა იყო ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია’’.

ნომინანტები გამოავლინა ჟიურიმ.

ღონიძიებაში მონაწილეობდა: სამუსიკო სკოლის კლასიკური გიტარის კლასი (პედაგოგი ნათია ანდრიაძე), საგუნდო სამუსიკო სკოლის ხალხურ საკრავთა ორკესტრი(ხელმძღვანელი ელვარდ ყიაფიანი), სასახლის ვოკალური ანსამბლი ,,რეტრო’’(ხელმძღვანელი ნანა ნოდია), სამუსიკო სკოლის ფორტეპიანოს მიმართულების მოსწავლეები (პედაგოგი ციური კიკალია) და ამავე სკოლის ვოკალური მიმართულების მოსწავლე (პედაგოგი ეთერი სალია, კონცერტმეისტერი მაია ძანძავა).გამარჯვებულებს გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.
PEN- მარათონის პარტნიორი ორგანიზაცია იყო საქართველოს უნივერსიტეტი, რომელსაც ჰყავდა  ფენმარათონის რჩეული მონაწილე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *