ფენმარათონი “სარკმელი2019-შეკვეთილი”

  • 29 სექტემბერს, სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბი (ხელმძღვანელი ნანი მოსიძე) შეკვეთილში გავემგზავრეთ PEN-მარათონი “სარკმელი2019-შეკვეთილის” ჩასატარებლად. “მუსიკოსების პარკში” შევიკრიბეთ. სწორედ აქ, მსოფლიო ვარსკვლავების ცნობილი მუსიკალური ჰანგების ფონზე, დაიწერა ფენმარათონის თემა “გააგრძელე საქართველოს ისტორია”.

განსაზღვრულ დროში, ლიტერატურული, თუ ჟურნალისტური პროდუქტის შექმნის გამოცდილების მიღება, უცხო გარემოს სწორად აღქმისა და სწრაფი ადაპტირების უნარის გამომუშავება იყო ფენმარათონის მიზანი.

მარათონში მონაწილეობდა 35 შემოქმედი მოსწავლე. მათ შორის ოზურგეთის №5 საჯარო სკოლისა და ფოთის ,,თამარ ფაჩულიას საავტორო სკოლა-გიმნაზიის“ მოსწავლეები, შ.მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი, შემოქმედი მშობელი და ჩვენ “სარკმელელები”.

წელს, რიგით მესამე ფენმარათონი ჩავატარეთ:-პირველი იყო ყვარელში, მეორე-რუხში, წელს კი, შეკვეთილი გახდა ჩვენი სიტყვის მუზა. სასახლის დირექცია გვპირდება, მომავალი, 2020 წლის ფენმარათონიც, საქართველოს ერთ-ერთ თვალსაჩინო კუთხეში გაიმართება. ნეტავ, სად?

PEN- მარათონის პარტნიორი ორგანიზაცია იყო “საქართველოს უნივერსიტეტი”. ქალბატონმა მაია ღუბელაძემ, რომელიც სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონში ხელმძღვანელობს  საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლობას, უბის წიგნაკები და ავტოკალმებით მოგვამარაგა.

ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ისტორიას. ფენმარათონის “სარკმელი2019-შეკვეთილი” მონაწილეები

დაიწერა თემა… გავაგრძელეთ საქართველოს ისტორია. “მუსიკოსთა პარკიდან” შეკვეთილის სანაპიროზე გადავინაცვლეთ და კიდევ ერთხელ ჩავეხუტეთ, მოვეფერეთ ზღვას და მზის სხივებს.

ზუგდიდში დაბრუნებულები, ავტობუსში ჩუმად ვისხედით. ჩვენი ფიქრი ისევ ჩვენს ქვეყანას დასტრიალებდა. ჩვენი დღევანდელი დღეც ხომ საქართველოს ისტორიის გაგრძელება…

ჩვენთვის უცნობი ჟიური ერთ კვირაში გამოავლენს გამარჯვებულ ნომინანტებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *