შაბათის გაკვეთილები თუ….

  • დიტო ბელქანია 17 წლისაა. სწავლობს წალენჯიხის N5 საჯარო სკოლაში. სამოქალაქო განათლების კლუბ “თანასწორობის” ლიდერია, ასევე არის საინფორმაციო გვერდის Natsatu News დირექტორი. ჟურნალისტი უნდა გახდეს და ცდილობს, ყველა ფაქტზე გამოხატოს თავისი პოზიცია ღიად. “სარკმელთანაც” გულახდილია.

-დიტო,  როგორი განწყობა აქვს ჩვენს თანატოლებს წალენჯიხაში კორონავირუსთან დაკავშირებით?

 – ქალაქში გარკვეულწილად იგრძნობა პანიკა,  მაღაზიაში იდგა საკმაოდ გრძელი რიგები, ყველა ცდილობდა რაც შეიძლება მეტი საჭირო პროდუქტის შეძენას. დეფიციტიც კი შეიქმნა, ზოგიერთ პროდუქტზე…  ქალაქს ნამდვილად ეტყობოდა მსოფლიო პანდემიის გამოცხადების შედეგი.

-დიტო, არ უნდა გვეშინოდეს?

– ჩემი აზრით , კორონავირუსი არის ერთ-ერთი ვირუსთაგანი იმ ვირუსებიდან, რომელსაც მსოფლიო მომავალში გადაიტანას და რომელიც ყველა ქვეყნას დაატყდება თავს. მაგრამ, პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არსებობს! თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, ეს ვირუსი არაა იმდენად მომაკვდინებელი, როგორიც იყო თუნდაც “ღორის გრიპი”. თუმცა ვრცელდება ძალიან სწრაფად. ვფიქრობ, ამ ყველაფერს მსოფლის ქვეყნები მალე დაძლევენ. ჩინეთმა ეს შესძლო, რითაც კიდევ ერთხელ დაასაბუთა ჯანდაცვის სისტემის სიძლიერე.  კორონავირუსის შემთხვევები ძალიან მცირეა თურქეთსა და ტაივანში. ეს კი მათ სწორი პოლიტიკით და ღონისძიებებით შეძლეს.  მინდა ძალიან ნეგატიურად შევაფასო  ევროპული ქვეყნების გულგრილობა, რითაც ევროპა ვირუსის ეპიცენტრად აქციეს. ეს ქვეყნები სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ პირიქით მოხდა. ცალკე შევეხები საქართველოს, რომელმაც ჩემდა გასაკვირად, შესძლო სწორი პოლიტიკის წარმართვა და მოქალაქეების დაცვა. რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ. მაგრამ ეს ყველაფერი უსაფუძვლო იქნება, თუ არ დავიჯერებთ და გავავრცელოებთ დეზინფორმაციებს, რაც პანიკას იწვევს. ჩემი მთავარი რჩევა კი ისაა, რომ გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს რჩევები. ამით კი, ჩვენ ყველაფერს დავძლევთ!

-რა დაბრკოლების წინაშე დაგაყენა ამ ვირუსმა როგორც თინეიჯერი?

-მიუხედავად იმისა, რომ ამ ვირუსმა ჩემი გეგმები თავდაყირა დააყენა და სწავლაც შეაფერხა, მაინც ვინარჩუნებ სიმშვიდეს და თქვენც ამას გთხოვთ. რადგან პანიკით ისევ ჩვენ თავს დავაზიანებთ.

-რას ფიქრობ სკოლებში ონლაინ გაკვეთილების დანერგვაზე?

-რაც შეეხება ონლიან სწავლებას… მიმაჩნია, რომ ეს ჩვენ ქვეყანაში შეუძლებელია. რადგან ჩვენ ამის არც გამოცდილება და არ რესურსი არ გვაქს. ასევე მიმაჩნია, რომ სწავლების ეს მეთოდი არაეფექტურია, რადგან სხვა “ზესახელმწიფობი” რომლებიც ჩვენზე მაღლა დგანან, ამ ყველაფერს ჩვეულებრივ პირობებშიც არ იყენებენ, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მოსწავლეების  ნაწილს არა აქვს ინტერნეტი, რაც კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს. თუმცა, როგორც ვიცი, სკოლების უმრავლესობა, ამ ყველაფერს, შაბათის სწავლების ხარჯზე აანაზღაურებს და ამას მივესალმები.

საუბარი ჩაიწერა ნანა თოლორაიამ,

კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლე, “სარკმელი”

#onlineმედიასახელოსნოსგაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *