“ჩემი გაზაფხული” ფოტოკონკურსი

  • “სარკმელი” ფოტოკონკურსზე გიწვევთ: “ჩემი გაზაფხული”, ასე ჰქვია კონკურსს.
-“ჩხკ”, – გადაიღეთ ერთი ფოტო თქვენს ეზოში და გამოგვიგზავნეთ. არააქვს მნიშვნელობა, ფოტოს, მობილურით გადაიღებთ, პროფესიული კამერით, თუ მოყვარულით. მთავარია, თქვენმა გადაღებულმა, იმ ერთმა ფოტომ, მთავარი ამბავი მოგვიტანოს, სათქმელი გვითხრას.
ფოტო სოციალურ ქსელში,  ჩვენს გვერდზე განთავსდება თქვენი სახელისა და გვარის გარეშე, ჩვენგან მინიჭებული ნომრით. ვის ფოტოსაც მეტი “ლაიკი” ექნება, ის იქნება გამარჯვებული.
საკონკურსო ფოტოები გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: zugdidelebi@yahoo.com  მიუთითეთ: სარკმელის ფოტოკონკურსისთვის. ასევე მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, სკოლა/სასწავლებელი.
ფოტოკონკურსი 30 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გამარჯვებულთან ჩაიწერება ინტერვიუ ჩვენი საიტისთვის. მოეწყობა მისი სხვა ფოტონამუშევრების ონლაინგამოფენა.
ველოდებით თქვენი გემოვნებით შეჩერებულ წამებს.
  • “სარკმელი”
მთავარი ფოტო სალომე ნარმანიასი,
“სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *