ჩემი მასწავლებლის ყვავილნარი

შორენა ღურწკაია პროფესიით პედაგოგია,-კორცხელის საჯარო სკოლაში მუსიკას ასწავლის. გატაცებულია ხელოვნებით. უყვარს მცენარეები, უამრავი სახეობის ოთახის ყვავილს უვლის. ერთ, მოსაწყენ კორონადღეს, შორენა მასწავლებელს გადაუწყვიტია, შეექმნა ისეთი გარემო, სადაც საღამოობით, შეძლებდა, მეგობრებთან ერთად, ყავის დალევას, საუბარს, კითხვას, მუსიკის მოსმენას. სწორედ ეს იყო მოტივაცია, რამაც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი:

“ერთი წელიც არ არის, რაც დავიწყე ეზოს გალამაზება, ქუჩა-ქუჩა დავდიოდი, რომ შესაფერისი ქვა მეპოვა, თუნდაც ერთი ცალი, რომ ნაოცნებარი დიზაინით შექმნილი მოზაიკა დამესრულებია. მინდოდა, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სტუმრებს სასიამოვნო გარემო დახვედროდა ღია სივრცეში. ეს სურვილი განსაკუთრებით პანდემიის დროს  გამიმძაფრდა და შესაძლებლობაც მომეცა მეტი დრო დამეთმო ჩემი ბაღისთვის.”

შორენა მასწავლებელი ქალიშვილთან, ნინოსთან

შორენა მასწავლებლი ამბობს, რომ მისთვის, ამ საქმეში, საყრდენი ძალა ოჯახია, რომელიც მუდამ მის გვერდითაა. მაგალითად, მისი იდეითა და დიზაინით, მისმა ვაჟიშვილმა, მის ბაღს, ულამაზესი ქვის ღობე შემოავლო. ყველაზე მეტად, მასთან ერთად, მისი უმცროსი ქალიშვილი,  კორცხელის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე, ნინო ტრიალებს. ის, გულშემატკივრობს ყველაზე მეტად და მუდამ ცდილობს, დედას ეზოში მუშაობისას, ხელი შეაშველოს.

შორენა მასწავლებელს  და ნინოს, ეზოსა და ყვავილების მოვლის ახალი გეგმები გაუჩნდათ პანდემიის პერიოდში,- მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული გრაფიკი ჰქონდათ, ჰქონდათ დრო ფიქრისა და ახალი იდეების ხორცშესასხმელად.

გთავაზობთ, რამდენიმე ფოტოს შორენა მასწავლებლისა და ნინოს მიერ ერთობლივად შექმნილი ბაღიდან.

ნანა თოლორაია,

ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბი “სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *