ჩემი სოფელი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას

  • არაერთი განსაცდელი მოვლენია როგორც ჩემს ქვეყანას, ასევე ჩემს სოფელსა თუ პირადად ჩემს ოჯახს, მაგრამ ის განსაცდელი, რომელიც ამჟამად, მოგვევლინა, მთელ  მსოფლიოს, აღვიქვი როგორც ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი და არა საფრთხე. მიჩნდება იმედი და მაქვს სურვილი ბრძოლისა იმ უხილავ მტერთან, რომელიც კაცობრიობას ასე ვერაგად უსწორდება. 

პირველ რიგში, ვცდილობ, თავად გავაცნობიერო იმ პროფესიონალთა რჩევები, რომელებიც საკუთარი ჯანმრთელობით რისკავენ და ჩვენ ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. ამისავე გაცნობიერებაში ვეხმარები ჩემზე უმცროსი თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებს, არ ვამბობ რომ ამ ყველაფრის გაცნობიერება ჩემთვის ადვილია, მაგრამ  არ მეშინია.

რაც შეეხება ჩემს სოფელს, მუჟავას… ის მთაშია და ,,გარდაუვალი აუცილებლობა” აქ ბარისგან განსხვავებულია და მეტწილად საჭიროდ სასარგებლოც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ მოსახლეობა, მთის პირობებიდან გამომდინარე, ისედაც დისტანცირებულია ერთმანეთისგან.

ჩემი სოფელი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას. საგაზაფხულო სამუშაოების გამო, ყველა საკუთარ ნაკვეთებში ფუსფუსებს. საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობა, ერთმანეთისგან ყიდულობს სოფლის პროდუქტებს. ხოლო ის, რაც სოფელში არ არის, და ყოველდღიური მოხმარებისაა, ახალგაზრდებით მანქანით გადიან და ქალაქიდან ჩამოაქვთ როგორც თავიანთი ოჯახებისთვის, ასევე მეზობლებისთვის. იაინი, განსაკუთრებით მარტოხელა ხანდაზმულებს ეხმარებიან.

ტელეფონით ვესაუბრე არაერთ ჩემს თანასოფლელს, როგორც უფროსი, ასევე უმცროსი თაობის წარმომადგენლებს. ვიცი, რომ მათი დამოკიდებულება მიმდინარე მოვლენების მიმართ არის პასუხისმგებლობითი და სრულიად შესაბამისი უსაფრთხოების ზომების. სწორედ ეს მაძლევს იმედს, რომ დაცული იქნება უსაფრთხოება და ამ უხილავ მტერთან ომში, ჩვენ და სრულიად კაცობრიობა, გავიმარჯვებთ.

მარიამ შამუგია,   

ზუგდიდის მესხიას სასწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, „სარკმელელი“

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *