ცირა ახალაია მსახიობობაზე ოცნებობს

  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის „სარკმელის“ წევრებმა, ფოტოკონკურსის „ჩემი გაზაფხული“ გამარჯვებული, ურთის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცირა ახალაია მოვიწვიეთ ონლაინინტერვიუზე. ცირა 16 წლისაა. უყვარს მუსიკა, ცეკვა და რა თქმა უნდა, ფოტოგრაფია. უკრავს ფორტეპიანოზე და მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული. სურს თეატრალურზე ჩააბაროს. ეს მისი ბავშვობის ოცნება და საყვარელი პროფესიაა.

ცირა, რატომ გადაწყვიტე კონკურსში მონაწილეობა?

-მინდოდა ჩემი თავი გამომეცადა.

რამდენად კონკურენტუნარიანი იყო შენთვის კონკურსი?

-კონკურსი მართლაც იყო კონკურენტუნარიანი.  მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს, რომლებიც მეხმარებოდნენ ლაიქები შემეგროვებინა.

როგორც თქვი, კონკურსი კონკურენტუნარიანი იყო. არ შეგეშინდა?

-მართალია, გული დამწყდებოდა რომ ვერ გამემარჯვა, მაგრამ არ შემშინებია, რადგან წაგება და მოგება ძმები არიან.

რომელი იყო შენი ფავორიტი ფოტო?

-ნომერი 9…

როგორც ვიცით, ბევრ სხვა კონკურსშიც მონაწილეობდი, შენთვის ეს პირველი გამარჯვება იყო?

-არა, თუმცა პირველი შემთხვევაა ასეთ ფართომასშტაბიან კონკურსში გამარჯვებისა.

ხელოვანებს ახასიათებთ ნამუშევრებში თავიანთი ემოციის გადაჭარბებული გამოხატვა, ჩანს შენს ფოტოშიც ეს ემოციები?

-დიახ, ჩემს ყველა ფოტოში ჩანს ეს.

ხშირად იღებ ფოტოებს?

-დიახ, ძირითადად, ხეებს ვუღებ, რადგან გაზაფხულზე ისინი განსაკუთრებით ლამაზია.

როგორ შეაფასებდი შენს უნარებს ფოტოგრაფიაში?

-მე ჩემს თავს ვერ შევაფასებ, უფრო სხვები მაფასებენ.

რატომ გადაწყვიტე ხის ყლორტების ფოტოს გადაღება, როცა მსგავსი შინაარსის ფოტოები ბევრს ჰქონდა?

-ეს ფოტო ადრე მქონდა გადაღებული და ძალიან მომწონდა.

ყველა ნამუშევარს თავისი შინაარსი აქვს, რა შინაარსი ჰქონდა შენს ფოტოს?

-ჩემი გაზაფხული ასე გამოვხატე.

რატომ გამოხატე შენი გაზაფხული ასე?

-ატმის ყლორტები ჩემთვის უსაყვარლესია და ვიფიქრე, რომ უნდა დამეფიქსირებინა.

ხე შენთვის განსაკუთრებულია, შეიძლება ითქვას, რომ ხეში ხედავ იმას, რასაც სხვა ვერა?

-განსაკუთრებულ სილამაზეს ვხედავ, თუმცა არ ვიცი, შეიძლება სხვაც იგივეს ხედავს.

რომელი მუსიკა ჩაგესმის ბუნების წიაღში?

-კლასიკური მუსიკა.

თავს რამდენად აქტიურ მოქალაქედ თვლი და რას აკეთებ იმისთვის, რომ აქტიური იყო?

-ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ უფრო აქტიური ვიყო. ვცეკვავ, ვუკრავ და ა.შ.

რომელია შენი საყვარელი საქმიანობა?

-ცეკვა.

მადლობა, ცირა.

საუბარი ჩაიწერა სალომე ნარმანიამ,

“სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *