“კორონავირუსი”-დაუპატიჟებელი სტუმარი

  • კორონავირუსმა 2020 წელი გახსნილად გამოაცხადა და ზღვა პანიკა ჩანერგა ხალხში. მისალმება ვერც მოვასწარით რომ ჩინეთიდან იტალიაში აღმოჩნდა, გზადაგზა ყველგან დატოვა თავისი კვალი, ყველგან დაფუძნდა და შემოგვირბინა საქართველოშიც.

დარჩენა კი გაუგრძელდა ისე… იმედი მაქვს, მალე დატოვებს საქართველოს და შემდეგ დედამიწას. ყველა განსხვავებულად აღიქვამს პრობლემას და მოქმედებს მის წინააღმდეგ. ზოგი პანიკაშია და აპოკალიფსისთვის ემზადება, რამდენიმე თარო ჩამოცალა უკვე სუპერმარკეტში. ზოგი აფთიაქში გარბის და წამლებს, სანიტაიზერებს და სპირტიან ხელსახოცებს ყიდულობს.
კორონამ ჩემზე გავლენა ვერ მოახდინა. ცხოვრება ისევ ისე გრძელდება როგორც ადრე, ონლაინ გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, რათქმაუნდა. ძირითადად, სახლში ვზივარ და ვერთობი, მაგრამ არის დღეები, როცა მეგობრებთან ერთად გავდივარ სასეირნოდ. არ მოგატყუებთ და არ გეტყვით რომ პირბადით და სამედიცინო ხელთათმანებით დავდივარ, მაგრამ სანიტაიზერი მუდამ თან დამაქვს. დავინტერესდი, რა ხდებოდა ევროპის სხვა ქვეყნებში და ჩემს მეგობრებს მივწერე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ.

საფრანგეთში, კერძოდ ნიცაში, დავუკავშირდი ჩემს მეგობარს ანა გულუას. ის თინეიჯერია. რვა წელია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს, ამბობს რომ ვირუსის მქონე ადამიანი მის ქალაქში ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი შანსია ვირუსი ნიცაშიც გავრცელდეს, რადგან იტალიასთან ტერიტორიულად ახლოს მდებარეობს.
ანა გულუა: „- დახურულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მხოლოდ აფთიაქები და მაღაზიებია ღია. სკოლები დახურულია აპრილამდე, ისინი ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ, რაც იქ მცხოვრებ თინეიჯერებს ძალიან ახარებთ. ხალხი პანიკაში არ არის, მაგრამ ვირუსის გავრცელების შემთხვევაში გარეთ გასვლა რომ არ მოუწიოთ იმარაგებენ საკვებ პროდუქტებს. გადაადგილება შეზღუდულია და ჰიგიენის ნორმები მაღალია.“
გიორგი ლუკავა, #7 საჯარო სკოლა, „სარკმელი“

2 Comments

  1. ანა

    გიორგი ძალიან კარგად წერ, ასე გააგრძელე, მე შენი გულშემატკივარი ვარ!!!

    1. გიორგი

      მადლობა მას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *