ნუ იქნებით სკამები, ან მაგიდები სახლში, არ დასხდეთ ერთ ადგილას

  • წყეული ოთხი კედელი… გამოკეტილი მე… ჩემი გამწარებული გრძნობები… სამი რამ, რასაც მე ვხედავ და ვგრძნობ, მას მერე რაც ამ პარაზიტმა (კორონამ) ნახსენებ ოთხ კედელში გამომკეტა…

მარტის დასაწყისისათვის, როდესაც უკვე  არ იყო სკოლა, გახარებული, დაახლოებით 1 თვე გართობაში ვიყავი… ბოლო, სამ კვირას კი,  ჩემი ახალი ცხოვრების წესი შევქმენი… ჯერ რა თქმა უნდა, ჩემი დღის გეგმა ჩამოვაყალიბე, რასაც ყოველდღე ვიმეორებდი:

  1. რასაც ვაკეთებდი, ნუ, საკვების მიღებისა და სხვა რამე ისედაც ცნობილი მოქმედებების შემდეგ, ეს იყო და არის, ონლაინ გაკვეთილებზე ჯდომა და სწავლა;
  2. 2. შემდეგ… რა ჯობს ჯანსაღ ცხოვრებას და… ვარჯიში განვაახლე;
  3. 3. შემდეგ… განტვირთვის მიზნით წიგნს ვკითხულობ;
  4. 4. შემდეგ…  მოდის 21 საუკუნის ტექნიკის გამოყენება (გართობა, კომუნიკაციის მიზნით);
  5. შეეემდეგ… აქ კი, ჩემი გამწარებული გრძნობები ვლინდება და აზრზე არ ვარ, რა გავაკეთო. შევყურებ ჩემს დას, რომელიც მალე თავისი ნივთებით “პაპიემაშეს” აკეთებს… ვუყურებ ძმას, რომელიც ტოპთამაშებს ეძებს მარკეტში, რომ გადმოიწეროს და ითამაშოს… მე, გაგიჟებულს, სხვა გზა არ მაქვს და ხან ტელევიზორს ვუცქერი, ხანაც კი, ტელეფონით ვთამაშობ;
  6. 6. …და ბოლოს კი, რა თქმა უნდა,  ძილი და დასვენებაა;

ყოველდღე ასე მეორდება, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ვიღვიძებ და ვფიქრობ, დღეს რა უნდა ვაკეთო, მახსენდება ეს გეგმა და მაშინვე თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: ,,ღმერთო ჩემო, რა საშინლად ვგრძნობ თავს, ნეტა, საწოლამდე სწრაფად მივაღწიო’’ და ამ ოცნების არეალიდან გამოსვლისთანავე ვაანალიზებ:  ,,გიო, შენ ხომ ჯერ კიდევ საწოლში ხარ?!’’

ჩემი მეგობრების უმეტესობას აქვს ასეთივე მაქსიმალურად აქტიური გეგმა ჩამოყალიბებული, მაგრამ ვისაც არ გაქვთ, გთხოვთ, ნუ იქნებით სკამები, ან მაგიდები სახლში, არ დასხდეთ ერთ ადგილას… იყავით რაც შეიძლება აქტიურნი… კარგ ფორმაში სკოლაში ცოტა დაბრუნდება… დაბრუნდით კარგ მდგომარეობაში და ისეთივე ლამაზები იქნებით ,,როგორც ზღვაში, ღამით ჩავლილი გემი…’’

გიორგი სანიკიძე,

“სარკმელელი”

კომენტარი

  1. ნანა

    მსურს ჩემი ფოტომოყვარულობა გამოვავლინო

  2. ნანა

    ისეთი ლამაზია ჩემი სოფელი.აყვავებული ხეები,გადამწვანებული მინდვრები-მალე ყაყაჩოც ამოვა…..

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *