მე, კორონა და ელექტრონული წიგნები

  • გამარჯობა… მე მინდა, მოგიყვეთ ჩემს ახალ აღმოჩენაზე იძულებითი არდადეგების პერიოდში: ეს არის ელექტრონული წიგნების ვერსიაზე “საბა”-ს აპლიკაციაზე.

მოგეხსენებათ, ამ კარანტინის გამო, სახლიდან ვერ ვახერხებ გასვლას, არა და ძალიან მინდოდა “ბიბლუსში” მივსულიყავი და წიგნები მეყიდა. ჩემმა ახლობელმა მითხრა,  საბას აპლიკაცია დაგეხმარება წიგნების სამყაროში გადაეშვა და წაიკითხო ის, რაც გინდაო, მე მას დავუჯერე და გადავწყვიტე, “საბას” აპლიკაცია გადმომეწერა ტელეფონში, რადგან ელექტრონულად შემძლებოდა სასურველი წიგნის წაკითხვა და გარეთაც არ დამჭირდებოდა გასვლა წიგნის შესაძენად. დაახლოებით 50-ზე მეტი უფასო წიგნია. მე, უკვე, 3 წიგნი გამოვიტანე და ელექტრონულად ვკითხულობ. აპლიკაციის  გამოყენებაც არაა რთული, მხოლოდ სარეგისტრაციოდ დამჭირდა ჩემი ტელეფონის ნომერი, რეგისტრაციის შემდეგ კი, შეგიძლიათ, სასურველი წიგნი წაიკითხოთ სრულიად უფასოდ, ამ კარანტინის და თვითიზოლაციის დროს… წარმატებებს გისურვებთ.

ირაკლი გვასალია,

ინგირს #2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე,

“სარკმელელი”

ციკლიდან: online მედიასახელოსნოს გაკვეთილები.

კომენტარი

  1. ნიკოლოზი

    მე მომეწონა თქვენი სიტყვები თუ როგორ წარადგინეთ საბა მე აუცილებლად ჩავიწერ მის აპლიკაციას

  2. ირაკლი

    გმადლობთ…. და დამერწმუნეთ რომ არ ინანებთ…

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *