“აზრთა სივრცე”

  •  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის განვითარების სასახლის ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბმა “სარკმელმა” თავისი მორიგი “ზუმშეხვედრა” დაუთმო ინგირის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ჟურნალისტიკით არიან დაინტერესებული. ამბავი ასე დაიწყო: ინგირის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნინი კაკულიამ და ირაკლი გვასალიამ, გადაწყვიტეს, შეექმნათ გაზეთი”აზრთა სივრცე”. მოსწავლეების მთავარი მიზანი იყო: სკოლაში მიმდინარე სიახლეებზე და ახალგაზრდულ თემებზე ესაუბრათ გაზეთის გვერდიდან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ კორონავირუსმა, გეგმის რეალიზაცია შეაფერხა, მაგრამ ჯგუფის ხელმძღვანელებმა  გამოსავალი ონლაინ გაზეთის შეექმნში იპოვეს.

საქმეში თანამოაზრეები შემოიკრიბეს. პირველად  შექმნეს ფეისბუქგვერდი. შემდეგ კი,  საჭიროდ ჩათვალეს ელექტრონული ბლოგის შექმნა და ამაში ერთ-ერთ “სარკმელელს” სალომე ნარმანიას სთხოვეს დახმარება.  ასე დაიბადა “აზრთა სივრცე”.  სამწუხარო ფაქტი ის არის, რომ დამფუძნებელმა  ვერ შეძლეს პროექტის პრეზენტაცია, რომელიც მარტის თვეში იყო დაგეგმილი, მაგრამ ირაკლი და ნინი ამბობენ, რომ სექტემბერის თვეში გააკეთებენ ამას.

-ირაკლი, რატომ გადაწყვიტეთ გაზეთ “აზრთა სივრცის” შექმნა?

-ერთ მშვენიერ დღეს, ჩემმა თანარედაქტორმა ნინი კაკულიამ შემომთავაზა გაზეთის შექმნის იდეა. ძალიან მომეწონა და გავაკეთეთ კიდეც.

-რა სირთულეებს წააწყდით ამ ყველაფრის რეალიზაციის პერიოდში?

ნინი კაკულია: ძალიან რთული პერიოდი გადავიტანეთ და ყველაფრის მიუხედავად, მაინც ფეხზე ვდგავართ. იყო ცინიზმი, ზურგის შექცევა და კიდევ ვინ ჩამოთვლის რამდენი რამ… მაგრამ ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ დღეს, ჩვენი სკოლელების უმეტესი ნაწილის ნდობა მოვიპოვეთ და მჯერა, რომ მალე ყველა ჩვენს გვერდით იქნება.

ირაკლი გვასალია: მახსოვს, ის პერიოდი, როდესაც კლასიდან კლასში დავრბოდით ჯგუფის შესაქმნელად, მაგრამ მოსწავლეებს არ აინტერესებდათ, ჩვენი ჯგუფი მხოლოდ 5 მოსწავლეს შეადგენდა, მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა წევრთა რაოდენობა.

-რატომ გადაწყვიტეთ თქვენი გაზეთისთვის “აზრთა სივრცე” დაგერქმიათ?

-ირაკლი გვასალია: მთელი დღე ვფიქრობდით, თუ რა უნდა დაგვერქმია ჯგუფისთვის, საბოლოოდ გადავწყვიტეთ “აზრთა სივრცე,” რადგან თითოეული წევრის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენი ჯგუფისთვის.

-როგორია ჯგუფის წევრების თვალით დანახული  მომავლის”აზრთა სივრცე”?

ნიკოლოზ ჯიქია (ჯგუფის წევრი): ეს არის ადგილი, სადაც თითოეული წევრის აზრი მნიშვნელოვანია, ადგილი, სადაც იდეის რეალიზაცია შეგიძლია, ადგილი, სადაც თავს გრძნობ სრულყოფილად.

-ნიკოლოზ, თავიდანვე გსურდათ, რომ თქვენც ამ ოჯახის წევრი ყოფილიყავით?

-სიმართლე გითხრათ, არა, მაგრამ ჯგუფის თითოეული წევრის აქტიურობამ და ერთმანეთის გვერდით ყოფნამ, გადამადგმევინა ეს ნაბიჯი და დღეს, მეც, ამ ოჯახის ერთ -ერთი წევრი ვარ.

-როგორ აპირებთ “აზრთა სივრცის” პოპულარიზაციას?

-კარანტინის პერიოდში, გადავწყვიტეთ, დრო არ დაგვეკარგა და ბუკლეტების დამზადებაზე გვეზრუნა. 100-მდე დავამზადეთ და კიდევ დავამატებ. მოგვიანებით, ვაპირებთ, ჩვენს სოფელში, კარდაკარ სიარულს და მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებას.

ნანა თოლორაია

“სარკმელი”

კომენტარი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *