ღია კარის დღე ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში

დღეს, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ღია კარის დღე გაიმართა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრას.

თითოეულ დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა სასახლეში არსებული ჯგუფებისა და მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღო.

ღონისძიების მსვლელობისას დავარიგეთ ჩვენი კლუბის, ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის ჟურნალი ,,სარკმელი” და დაინტერესებულ პირებს მივაწოდეთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ.

ირაკლი გვასალია, „სარკმელი“
ინგირის #2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე.