“ამ ვირუსის გავრცელების შემდეგ, ქუჩები დაცარიელდა”

ნატალი ზარანდია 18 წლის გოგონაა რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთ ქალაქში,

ნიორტში (Niort) ცხოვრობს.

– ნატალი, შენს ქალაქში  არის თუ არა კორონავირუსი გავრცელებული?

– ჩემს ქალაქში, როგორც ვიცი, 5 შემთხვევაა დაფიქსირებული. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კარანტინია გამოცხადებული. საზოგადოება პანიკამ მოიცვა. თუმცა, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სიტუაციის დასასტაბილურებლად. დაცულია უსაფრთხოების ზომები და თუ აუცილებლობა არ ითხოვს, არ გავდივართ გარეთ და თუ გავედით, პოლიციას უნდა წარვუდგინოთ საბუთი, რომლებიც ხელისუფლებამ დაგვირიგა, თუ რისთვისაც გვიწევს გარეთ გამოსვლა. საბუთის გარეშე თუ გამოვალთ, დაგვაჯარიმებს პოლიცია.

– თქვენთვის რა იწვევს პრობლემას კორონავირუსისგან თავის დაცვაში?

 – ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ არ იშოვება პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები, მაგრამ არ არის დეფიციტი საკვებზე, მედიკამენტებზე და საჭირო ნივთებზე, რაც კარგია.

– და ბოლოს, რა შეცვალა კორონავირუსმა თქვენს ცხოვრებაში?

-ამ ვირუსის გავრცელების შემდეგ, ქუჩები დაცარიელდა… ვეღარ გავდივართ გარეთ კარანტინის გამო.

-სიმშვიდეს და ჯანმრთელობას გისურვებთ.

-თქვენც ასევე.

გვანცა ლუკავა,

მე-5 საჯარო სკოლა, „სარკმელი“

online მედია სახელოსნოს გაკვეთილები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *