ახალი გამოწვევის წინაშე

  • მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა!

COVID 19, ანუ კორონავირუსი, პირველად, ჩინეთში გავრცელდა და ჩინეთიდან სხვა ქვეყნებსაც მოედო, მათ შორის არის საქართველოც.
ვირუსმა დიდი პანიკა დათესა ფართო მასებში და საქართველოც აჰყვა ამ პანიკას,- ხალხი იმარაგებს კვების პროდუქტებს.

დეფიციტი პირბადეებით დაიწყო.

ამბობენ, დეფიციტი გახდება ბევრი საყოფაცხოვრებო საგანი.

კორონამ ახალგაზრდებს (თინეიჯერებს) ის პრობლემა შეგვიქმნა რომ შეწყდა სწავლება სკოლებში 1 აპრილამდე.
ვფიქრობ, კორონავირუსი არის საშიში, მაგრამ არა ისეთი საპანიკო როგორშიც არის ხალხი.
მოგიწოდებთ,  ვიყოთ მშვიდად, მივყვეთ იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მაქსიმალურად ვეცადოთ ლოგიკურად ვიმოქმედოთ და ასე ვებრძოლოთ ვირუსს…

ნინო ქობალია, მე-4 საჯარო სკოლა, “სარკმელელი”

ციკლიდან: #ONLINE მედიასახელოსნოს გაკვეთილები

#მსოფილოამასაცგადაიტანს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *