გაზეთი “სარკმელი”-ეს იყო მაშინ…

,,სარკმელი” მაშინ მოევლინა ქვეყანას, როცა საქართველოში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, სამეგრელოში შიში და გაურკვევლობა სუფევდა, ზუგდიდი გაქურდული, დაყაჩაღებული, გადამწვარი, დანგრეული და შეურაცხყოფილი ჯერ კიდევ ყოფნა-არყოფნაზე მიჯნაზე იყო. ალბათ მაშინ საყმაწვილო ჟურნალისტიკაზე კი არა, ზოგადად, მედიის განვითარებაზეც არავინ ფიქრობდა… ზუგდიდის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლეში კი, ქალაქისა და რაიონის შემოქმედმა მოსწავლეებმა საკუთარი სახსრებით და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექციის მხარდაჭერით, გაზეთი დააფუძნეს. მაშინ, გაზეთები ჯერ კიდევ ლინოტიპზე იწყობოდა. სამოქალაქო ომს სასწაულებრივად გადარჩენილ ზუგდიდის სტამბაში ,,სარკმელის” პირველი ნომერი გამოიცა.

ფოტოზე, პირველ ,,სარკმელელთა” არასრული წარმომადგენლობა. მარცხნიდან მარჯვნივ – რომან აფაქიძე, ირაკლი ამანათიძე, თეა მამფორია, ნათია ხუბუა, თამარ ყურაშვილი, გიული დაგარგულია, სოფო გერგედავა, ოთო ჩიტაია, ნათია ნადარაია, სოფო საბეკია, სოფიკო შეროზია.

ეს გახლავთ ძველი, ანუ პირველი “სარკმელელების” არასრული სია. სარკმელელებო, გთხოვთ მოგვაწვდინეთ ხმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი ფოტოები და ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *