მალე, მსოფლიო მოერევა ამ ვირუსს

მე, ჩემს “იძულებით არდადეგებზე” დროს, ძირითადად, წიგნის კითხვას ვუთმობ, არ მინდა ეს დღეები უქმად გავატარო. ვცდილობ, იშვიათად გავიდე გაერთ, თავს ვიცავ ვირუსისგან.

ვკითხულობ ინფორმაციებს სხვა ქვეყნებზეც, მაინტერესებს რა ვითარებაა სხვაგან და როგორ იცავენ თავს კორონავირუსისგან.
ამბობენ, გაკვეთილები, ან თუნდაც ლექციები online ჩატარდებაო. ეს ზოგისთვის, განსჯის საკითხად იქცა. მე მიმაჩნია, online გაკვეთილები დროებით მაინც ჩაანაცვლებს სკოლას და ჩვენთვის, ნამდვილად, დახმარება იქნება.
იმედი ვიქონიოთ, მალე, მსოფლიო მოერევა ამ ვირუსს და ისევ ჩვეულ ცხოვრებას დავუბუნდებით.
ლიზი აკობია, N1 საჯარო სკოლა, “სარკმელი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.